IDM იჭერს ფაილის ჩამოტვირთვას ნებისმიერი ბრაუზერიდან, თუ ფაილის ტიპი არის ტიპების/გაფართოებების სიაში. გაფართოებების სიის რედაქტირება შეგიძლიათ "IDM-ს პარამეტრებში->ფაილების ტიპები". თუ შეგექმნათ პრობლემები სერვერიდან ფაილის ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით (ისეთი, როგორც სერვერი არ პასუხობს, მრავალჯერადი თაიმ-აუტები, სხვა სერვერთან დაკავშირებული პრობლემები), შეგიძლიათ დატოვოთ ეს ფაილი ცალკე IDM-ს დამგეგმავის რიგში და დაიწყოთ რიგის დამუშავება. IDM დამგეგმავი გაიმეორებს ფაილის ჩამოტვირთვის მცდელობას ყოველ 30 წამში. IDM დაიჭერს ნებისმიერი ფაილის ჩამოტვირთვას, თუ თქვენ დააყოვნებთ სპეციალურ კლავიშს ბრაუზერში მისი ჩამოტვირთვის ბმულზე დაწკაპუნებისას. (უნდა დააყენოთ ეს კლავიში IDM-ს პარამეტრებში, მთავარ ჩანართში, კლავიშებში. გაითვალისწინეთ, რომ კლავიში "Insert" იმუშავებს უმრავლეს ბრაუზერებში) თუ დაყოვნებული გაქვთ ALT კლავიში ბრაუზერში ჩამოტვირთვის ბმულზე დაწკაპუნებისას, IDM არ დაიჭერს ჩამოტვირთვას და მისცემს ბრაუზერს ფაილის ჩამოტვირთვის ნებართვას. შეგიძლიათ შეცვალეთ ეს კლავიში IDM-ს პარამეტრებში, მთავარ ჩანართში, კლავიშებში) თუ რაიმე ვერ გაიგეთ, უბრალოთ სცადეთ დააჭიროთ F1 კლავიშს და გამოჩნდება კონტექსტური დახმარება. თუ არ გინდათ, რომ IDM-მ მიიღოს ნებისმიერი ჩამოტვირთვა ბრაუზერიდან, გამორთეთ ბრაუზერის ინტეგრაცია IDM-ს პარამეტრებში. შეგიძლიათ გამორთოთ ჩამოტვირთვის დასრულების დიალოგი, რომელიც გთავაზობთ ფაილის გახსნას. უბრალოდ მოხსენით თოლია "ჩამოტვირთვის სრული დიალოგის ჩვენების" უჯრიდან "IDM-ს პარამეტრებში->ჩამოტვირთვები" შეგიძლიათ გამორთოთ ჩამოტვირთვის დაწყების დიალოგი, რომელიც გთხოვთ ფაილის შენახვას. უბრალოდ მოხსენით თოლია"ჩამოტვირთვის დაწყების დიალოგის ჩვენების" უჯრიდან "IDM-ს პარამეტრებში->ჩამოტვირთვები" შეგიძლიათ აკეცოთ, ან გამორთოთ ჩამოტვირთვის მიმდინარეობის დიალოგები IDM-ს პარამეტრებში->ჩამოტვირთვები. შეგიძლიათ გაუშვათ IDM ბრძანების სტრიქონიდან ფაილების ჩამოსატვირთად. გაეცანით "დახმარება->ჩამოტვირთვების დაწყების" თავს, ან მიიღეთ მეტი ინფორმაცია. შეგიძლიათ გადაათრიოთ ფაილები IDM-ს მთავარი ფანჯრიდან სხვა პროგრამებში (მაგალითად, Winamp, Media Player-ში, და ა.შ.). შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გადათრევის ფუნქცია IDM-დან ფაილების გადასათრევათ ან კოპირებისთვის ნებისმიერი Windows-ის საქაღალდეებში. თუ არ გსურთ ყოველ ჯერზე შეიყვანოთ იგივე სახელი და პაროლი დაცული სერვერიდან ჩამოტვირთვის დროს, შეგიძლიათ დაამატოთ სერვერი, ავტორიზაციის სახელი და პაროლი საიტების პაროლების სიაში "IDM-ს პარამეტრებში->საიტების პაროლები"